სალონის ქიმწმენდა ორთქლით
სავარძლების, ჭერის, იატაკისა და საბარგულის ღრმა ქიმწმენდა ცხელი ორთქლით. ბაქტერიების, უსიამოვნო სუნისა და ჩამჯდარი ლაქების სრული მოცილება.
სრული მომსახურება
Brilo გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ავტო დითეილინგს — სალონის ღრმა ქიმწმენდიდან ძრავისა და ექსტერიერის მოვლამდე. ყოველი სერვისი სრულდება გერმანული Kärcher-ის პროფესიონალური ქიმწმენდის აპარატურითა და Koch-Chemie-ს პრემიუმ ხაზის დითეილინგ ხსნარებით.
სავარძლების, ჭერის, იატაკისა და საბარგულის ღრმა ქიმწმენდა ცხელი ორთქლით. ბაქტერიების, უსიამოვნო სუნისა და ჩამჯდარი ლაქების სრული მოცილება.
ტყავის სავარძლებისა და დეტალების პროფესიული წმენდა, ღრმა კვება და დაცვა. ტყავს უბრუნდება ელასტიკურობა, სირბილე და პირვანდელი იერსახე.
ძრავის განყოფილების უსაფრთხო წმენდა მშრალი ორთქლით. ზეთის, მტვრისა და ნადების მოცილება ელექტრონიკის დაზიანების რისკის გარეშე.
მრავალფაზიანი დელიკატური ხელით რეცხვა, კირის, ბიტუმისა და ფისის ლაქების მოცილება. გარე პლასტმასის განახლება და დაცვა.
ჩამჯდარი კირის, წყლის ლაქებისა და ნადების სრული მოცილება. კერამიკული ანტიწვიმა საფარი უზრუნველყოფს იდეალურ ხედვას ნებისმიერ ამინდში.
დაჯავშნეთ ვიზიტი თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ჩვენი სტუდია დიდ დიღომშია.